კაფე"ფლორა"
კაფე „ფლორა“ - ადგილი, სადაც ოქროსფერი მზის ჩასვლა, ზღვის სიმშვიდე, სიმწვანე და საუკეთესო ყავა ერთმანეთს ერწყმის.
შენობის პირველ სართულზე განთავსებულ კაფეში შეგიძლიათ ისიამოვნოთ სადილით მყუდრო გარემოში, ზღვის პანორამულ ხედებთან ერთად მიირთვათ კოქტეილები, დააგემოვნოთ ყავა და უბრალოდ დატკბეთ სიმშვიდით.







